პრემიერი შსს–ს მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრემიერი შსს–ს მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო

პრემიერი შსს–ს მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პროცესი. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სულ რამდენიმე საათი გვაშორებს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ეს არჩევნები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის და პირველ რიგში მინდა მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში. ასევე მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბატონო გიორგი, თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ, უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი