გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში

გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებშიკიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, – აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

გიორგი მაგველაშვილის განმარტებით, საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

“ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე, ევროპულ არჩევნებს. საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი