ლევან გაჩეჩილაძე: სანდრას და მიშას გაუთავებელი ტყუილებით, მოპოვებულ თავისუფლებას არ დავკარგავთ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან გაჩეჩილაძე: სანდრას და მიშას გაუთავებელი ტყუილებით, მოპოვებულ თავისუფლებას არ დავკარგავთ

კინოთეატრ ამირანში სულხან მოლაშვილზე შექმნილი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლის ლაითმოტივი 9 წლიანი რეჟიმის სისასტიკე იყო.

 

ჩვენება, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წინასაარჩევნოდ მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, წინა ხელისუფლების ნამოქმედარი.

 

სიმბოლური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ლევან გაჩეჩილაძეც იყო.

 

"არაფერს ვითხოვთ. ეს მცირე დეტალია და სულხან მოლაშვილის საქმის გადაკვალიფიცირება აუცილებლად მოხდება. ეს უბრალოდ, ერთჯერადი შეკრება იყო,სადაც ვთქვით, რომ 9 წლიანი რეჟიმი გვახსოვს. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და სანდრას ან მიშას გაუთავებელი ტყუილებით, ჩვენ ამ თავისუფლებას ქარს ვერ გავატანთ", - განაცხდა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 

მანვე განაცხადა, რომ რეჟიმი დიდი ბრძლისა და მსხვერპლის შედეგად დამარცხდა და ამაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მეტყველებს.

 

"რეჟიმი დამარცხებულია. ამაზე მეტყველებს ყველა ის გარემოება, რაც ეკონომიკაში გვაქვს... თუნდაც ის რას ქუჩაში ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ თუ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულების ხარ, ქუჩაში უსაფრთხოდ გასვლა შეგიძლია. ძალიან თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. ამას ძალიან დიდი მსხვერპლისა და ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ და ამის დათმობას ქართველი ხალხი არ აპირებს", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი