მცხეთაში „სოციალური დახმარების მიმღებ პირებში“ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები არიან – რა კავშირი აქვს საქმესთან ხუნდაძეს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მცხეთაში „სოციალური დახმარების მიმღებ პირებში“ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები არიან – რა კავშირი აქვს საქმესთან ხუნდაძეს

მცხეთაში „სოციალური დახმარების მიმღებ პირებში“ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები არიან – რა კავშირი აქვს საქმესთან ხუნდაძესმცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის დადგენილებით, იმ პირებს შორის, ვინც სოციალური დახმარება უნდა მიიღონ, მცხეთის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებიც არიან.

 

კერძოდ, ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 12 აგვისტოს დადგენილებით შეიცვალა 2015 წელს მიღებული დადგენილების (სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ) პირველი მუხლი „პროგრამით მოსარგებლეები“ და ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტს დაემატა „გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.“

 

განახლებულია: - 16:07:16

გასწორება: - როგორც მცხეთის საკრებულოდან გვაცნობეს, 2016 წლის დადგენილებაში ცვლილება არ შეხებია სოციალური დახმარების მიმღებ პირებს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დახმარების მიმღებთა შორის ფიგურირებდნენ 2015 წლის 30 იანვრის განკარგულებაშიც, აქედან გამომდინარე, ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული ეს ციტატა:

"მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტს დაემატა „გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.“ - უზუსტობას შეიცავს, რადგან ეს პირები (საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები), ვის მიმართაც დახმარების გაცემაზე ეჭვები ჩნდება მოახლოებულ არჩევნებთან მიმართებაში, პრივილიგირებულ სიტუაციაში წინა წელსაც იმყოფებოდნენ.

 

ა) და ბ) ქვეპუნქტების მიხედვით სოციალური დახმარების მიმღები პირები არიან „ეკონომიურად გაჭირვებული პირები“ და „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები.

 

პირველი მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ „მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით“.

დადგენილებას ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი.

 

ის, რომ სოციალურ დახმარებას მიიღებენ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები, მინიმუმ, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს, რადგან სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი დახმარების მიღება არ შეუძლია პირს, რომელსაც აქვს ანაზღაურებადი სამსახური, სადაც კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, იღებს გასამრჯელოს.

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები დადგენილებაში უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მცხეთაში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო კამპანიას.

 

მცხეთის გამგეობასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის თითქოსდა სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხა მიმღებმა პირებმა უნდა დააბრუნონ და შემდგომში ის თანხა ხუნდაძის წინასაარჩევნო პლაკატებისა და ბუკლეტების დასაბეჭდად უნდა გამოიყენონ.

 

xundadze.jpg

-

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი