ოპერაცია «გირჩი», ანუ ვის ერგება ბურჭულაძის გაერთიანების ხმები » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოპერაცია «გირჩი», ანუ ვის ერგება ბურჭულაძის გაერთიანების ხმები

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, განხეთქილება პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკშირომელსაც შანსი აქვს, საქართველოს პარლამენტში მესამე ძალად აღმოჩნდესუფრო მეტად «ნაციონალებს» აწყობთ.

«გამოდის, რომ «ნაციონალებმა» მაინც მოახერხეს იმ ხმების დაბრუნება, რომელთა წართმევას მათთვის ყოფილი თანაგუნდელი «გირჩელები» ცდილობდნენ. ეს პარტია თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. მისი ამომრჩეველი ივანიშვილთან არ წავა. ამდენად, ეს ხმები ან საერთოდ დაიკარგება, ან «ნაციონალურ მოძრაობას» დაუბრუნდება» - განმარტავს პოლიტოლოგი.

ამავე დროს, ძაბირაძის დაკვირვებით, მესამე ძალის საარჩევნო ველიდან განდევნა «ქართული ოცნების» ინტერესებშიცაა, ამდენად, ამ საკითხში ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი ძალების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ცნობისთვის: ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის საარჩევნო გაერთიანება რამდენიმე ცალკეული წევრის კვალდაკვალ გუშინ «გირჩის» წარმომადგენლებმაც დატოვეს. ბლოკიდან გასვლაზე მთელი დღის განმავლობაში ფიქრობდა «ახალი საქართველოც», თუმცა საბოლოოდ მან ბურჭულაძის გაერთიანების რიგებში დარჩენა გადაწყვიტა. «ახალ მემარჯვენეებს» ის გასვლის საკითხი არც განუხილავთ და მტკიცედ დააფიქსირეს ბლოკში დარჩენის გადაწყვეტილება.ოპერაცია «გირჩი», ანუ ვის ერგება ბურჭულაძის გაერთიანების ხმები

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი