აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული – კვირიკაშვილი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული – კვირიკაშვილი

აღმაშენებლის გამზირზე უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული – კვირიკაშვილიპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნა მიულოცა. 
„მინდა მივულოცო ყველას ამ ულამაზესი ისტორიული უბნის აღდგენა. უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა პირველი ეტაპი და პრაქტიკულად, 7 თვის განმავლობაში შესრულდა უზარმაზარი სამუშაო. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკურად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მთლიანად აღდგენილია არა მარტო გარეგნული იერ-სახე, ასევე აღდგენილია სადარბაზოები, მათ შორის, კედლის მოხატულობა, ეზოები, კომუნიკაციები მთლიანად არის განახლებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი კი საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას და ასევე, მე-19 საუკუნის ბაღების აღდგენას გულისხმობს.

„უძრავი ქონების ფასი არის გახუთმაგებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება ეს ადგილი ტურისტებისთვის, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი