მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა

მიმდინარე წლის 8 სეტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

"მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და კრიზისების მართვის სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ.

მინდია ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სერ გარი ჯონსონს და ბრიტანულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფორმირებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეები ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ღიბრაძე" – ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი