ფოთის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი არასდროს ყოფილა მოსახლეობის გვერდით » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფოთის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი არასდროს ყოფილა მოსახლეობის გვერდით

“პოლიტიკური პარტია „უსუფაშვილი რესპუბლიკელების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლელა ებრალიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არასდროს ყოფილა მოსახლეობის გვერდით და არც ერთ ბრძოლაში გრამი სისხლი არ ჩაუდია“.

ამის შესახებ ებრალიძემ „მაესტროს ფაქტორში“ განაცხადა. 

„მაშინ, როცა მოქალაქეებთან სალაპარაკოა და მათ კითხვებზეა პასუხი გასაცემი, ისინი არ არიან და სწორედ იმიტომ, რომ  ისინი კულუარულად, არასწორად მოთამაშე ფიგურები არიან და მოქალაქეებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი, არც არაფერი გაუკეთებიათ. არ არიან იმიტომ, რომ მიეჩვივნენ სკოლიდან დაწყებული დაუსწრებლად საკონტროლოდან მიიღონ ხუთი და წაიღონ მედლები, არ მივიდნენ პროცესში მაგრამ შემდეგ საჭირო კავშირებით მოიპარონ ეს პროცესი და დაირქვან ის სახელი, რომლის მოსაპოვებლადაც მათ გრამი სისხლი არ ჩაუდიათ. ეს არის სიმართლე, სიმართლე „ქართული ოცნების“ ფავორიტზე,“–განაცხადა ებრალიძემ და დასძინა,  „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მან ჩვენი შვილების კბილა ბიჭები აიფარა  და სუფთა ხელებზე გველაპარაკება“.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი