მცხეთის საკრებულოს რამდენიმე წევრი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას ცეზარ ჩოჩელს უცხადებს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მცხეთის საკრებულოს რამდენიმე წევრი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას ცეზარ ჩოჩელს უცხადებს

მცხეთის საკრებულოს რამდენიმე წევრი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას ცეზარ ჩოჩელს უცხადებსქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს რამდენიმე წევრი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უცხადებს. 

ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ”ქართულ ოცნებას”, თუმცა ემიჯნებიან ”ქართულსაში ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს. 

მათი გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა გააცნო. 

”მიზეზი, რამაც გადაგვაწვეტინა გაერთიანება ცეზარ ჩოჩელის გარშემო, არის მხოლოდ მისი წარსულის საქმიანობა მცხეთის რაიონში და უპირატესი ხედვები მის მომავალზე. აქ მდგომნი ნდობას ვუცხადებთ დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს. გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ ვემიჯნებით ”ქართულ ოცნებას” სიმართლეს არ შეესაბამება. ვემიჯნებით არა ”ქართულ ოცნებას”, არამედ კანიდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში. მე, როგორც ერთ-ერთი რიგით ამომრჩეველი და ჩემი მეგობრები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სხვა რომელიმე პარტიას, მხარს ვუჭერთ ”ქართულ ოცნებას”, - განაცხადა ანსიანმა. 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი