ვასილ მაღლაფერიძემ GDS დატოვა: „ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო“ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვასილ მაღლაფერიძემ GDS დატოვა: „ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო“

ვასილ მაღლაფერიძემ GDS დატოვა: „ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო“ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას 2030.news ავრცელებს და ვასილ მაღლაფერიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.>როგორც ინტერვიუშია აღნიშნული, მას ტელეკომპანიის დირექციასთან კონფლიქტი არ ჰქონია.

 

„ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქვს საკუთარი აზრი და ხედვა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტელევიზია და როგორი უნდა გახდეს ის სამომავლოდ. ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო. უფრო სხვაგვარი ტელევიზია მაინტერესებს, მაგრამ ჩემს ფუნქციაში და უფლებამოსილებაში მხოლოდ აზრის გამოთქმა შედიოდა და ტელევიზიის მომავალზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი. სამაგიეროდ, შემიძლია, გადაწყვეტილება მივიღო საკუთარ თავთან დაკავშირებით და მივიღე კიდეც. ამასობაში კონტრაქტიც სრულდება და ჩვენ ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს. მეც კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი და, როგორც ჩანს, არც „ჯიდიესის“ დირექციაა უკმაყოფილო“,- აცხადებს მაღლაფერიძე.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი