ანტონიო გუტიერეში, სავარაუდოდ, გაეროს ახალი გენერალური მდივანი გახდება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანტონიო გუტიერეში, სავარაუდოდ, გაეროს ახალი გენერალური მდივანი გახდება

ანტონიო გუტიერეში, სავარაუდოდ, გაეროს ახალი გენერალური მდივანი გახდებაპორტუგალიის ყოფილი პრემიერ- მინისტრი ანტონიო გუტიერეში, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლა მზად არის. 

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“  ავრცელებს.

მისი ცნობით, ორგანიზაციის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გუტიერეშმა 13 ხმა დააგროვა.

უშიშროების საბჭოს წევრთაგან უარყოფითი პოზიცია მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არავის დაუფიქსირებია. თავი მხოლოდ ორმა შეიკავა.
გუტიერეში, 2005 წლიდან 2015 წლამდე, დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. კიდევ ერთი კენჭისყრა ანტონიო გუტიერეშის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს დილით გაიმართება.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი