"მნიშვნელოვანია, აშშ დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან“ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"მნიშვნელოვანია, აშშ დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან“

"მნიშვნელოვანია, აშშ დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან“ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ რვა წლის წინ, რუსეთმა ამერიკის უმნიშვნელოვანესი მოკავშირის - საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია.

კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

„არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში, თუმცა ქართული დემოკრატია ძლიერ მაგალითს იძლევა რეგიონში, რაც თავისთავად, მკაფიო კონტრასტს ქმნის რუსეთის მზარდ ავტორიტარულ მმართველობასთან.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ვხედავთ, პუტინის საომარ ქმედებებს საზღვარი არ აქვს. რუსეთ-საქართველოს ომის ამ მერვე წლისთავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი