საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილიშესაძლოა დღეს  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდეს ცნობილი. პლენუმის ახალი შემადგენლობა პირველ შეხვედრას მართავს. როგორც ცნობილია სხდომას არ ესწრებიან ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.

კანონის თანახმად, თავმჯდომარის ასარჩევად 5 წევრის თანხმობაა საჭირო.

ცნობილია, რომ თავმჯდომარეობა სურს გიორგი პაპუაშვილის ყოფილ მოადგილეს ზაზა თავაძეს. ამ ინფორმაციას ის თავადაც ადასტურებს, თუმცა მისი განცხადებით, თავმჯდომარეობის სურვილი პლენუმის შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე მოსამართლეს აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მერაბ ტურავა და გიორგი კვერენჩხილაძე არიან.

რაც შეეხება დაჩქარებული წესით პლენუმის სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას, თავაძე აცხადებს, რომ მან სხდომა პროცედურებისა და კანონის სრული დაცვით ჩანიშნა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში არის საქმეების უპრეცედენტო რაოდენობა, 210 საქმეა შემოსული, აქედან 145 მხოლოდ წელს და სასამართლომ უნდა დაიწყოს ამ საქმეების განხილვა და გადაწყვეტა. შესაბამისად დღევანდელი სხდომები ემსახურება ზუსტად ამას.

ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამი მოსამართლის გადასაწყვეტი. კანდიდატურები შეიძლება იყოს რამოდენიმე და ამას გადაწყვეტენ მოსამართლეები.

კანონის კეთილსინდისიერი წამკითხავი დაინახავს კვორუმის ობიექტურ რაოდენობასაც და ამოიკითხავს დეტალებსაც,“-აცხადებს ზაზა თავაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისთვის 8 მოსამართლეა. თავმჯდომარის ასარჩევად კი საჭიროა 5 მოსამართლის თანხმობა. შესაბამისად როგორ გადანაწილდება ხმები თავმჯდომარეობის სამი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში ჯერჯერობით უცნობია.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი