სკანდალი დიმიტრი ხუნდაძის ირგვლივ – რა დამალა და არ ჩაწერა დეკლარაციაში » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სკანდალი დიმიტრი ხუნდაძის ირგვლივ – რა დამალა და არ ჩაწერა დეკლარაციაში

სკანდალი დიმიტრი ხუნდაძის ირგვლივ – რა დამალა და არ ჩაწერა დეკლარაციაში„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადზე დიმიტრი ხუნდაძეზე  Netpost–ს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

 

მასალას უცვლელად გთავაზობთ. 

 

„განხილვისა და განსჯისათვის  წარმოგიდგენთ ინფორმაციას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში“ ასახვას დაქვემდებარებული, მისი მეუღლის-ლია ხუნდაძის მიერ 2013-2014 წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლების შესახებ, კერძოდ: სს ,,ღMG ჩოპპერ”-იდან (ს/ნ 225358341 ყოფილი სს მადნეული) ხელფასის სახით მიღებული აქვს 25297 ლარი, ხოლო ,,საქართველოს დემოგრაფიული ფონდი“-დან მიღებული აქვს 10750 ლარი(ს/ნ 404980393,  ერთერთი დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძეცაა, იმის ნაცვლად, რომ შემოწირულობებიდან მიღებული თანხები დემოგრაფიული პრობლემებისთვის გაეხარჯათ, ხუნდაძე დიმიტრი თავის მეუღლეს 3000 ლარს უხდის ხელფასის სახით, არაფერში..სადაა მორალი??ნამუსი??? დემოგრაფიული ფონდის სახელს ამოფარებული აგროვებენ ფულს და მერე ხელფასად თვითონ ირიგებენ??). დიმიტრი ხუნდაძის მიერ 2014 წლის 29 დეკემბერს და 2016 წლის 04 იანვარს საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარდგენილ, 2013 და 2014 წლების წლების ,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის“ დანართი #8 ითვალისწინებს დეკლარაციის წარმდგენი პირის, მისი ოჯახის წევრების მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოდან (გარდა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა) მიღებული შემოსავლების ასახვას დეკლარაციის ამ ნაწილში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დიმიტრი ხუნდაძის მიერ 2014 წელს საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარდგენილ დეკლარაციაში არ იქნა ასახული მისი მეუღლის-ლია ხუნდაძის მიერ 2013 წლის განმავლობაში  სს ,,ღMG ჩოპპერ”-იდან (ს/ნ 225358341, ყოფილი სს მადნეული...კობა ნაყოფია) ხელფასის სახით მიღებული 19380 ლარი, ხოლო ,,საქართველოს დემოგრაფიული ფონდი“-დან  ხელფასის სახით მიღებული 6250 ლარის ნაცვლად დეკლარაციაში ასახული იქნა 4500 ლარი. გარდა ამისა 2013 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დანართი #2-ში ნაცვლად 403 (238+25+140) კვ.მ-სა მიუთითა 375 კვ.მ,( არ მიუთითა 2014 წელს დაბა ურეკში შეძენილი 25 კვ.მ მიწის ნაკვეთი). ასევე 2016 წლის 04 იანვარს წარდგენილ 2014 წლის ,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის“ დანართი #8-ში არ არის ასახული მეუღლის-ლია ხუნდაძის მიერ 2014 წელს ,,ღMG ჩოპპერ”-იდან ანაზღაურების სახით მიღებული 5917 ლარი და ,,საქართველოს დემოგრაფიული ფონდი“-დან  ხელფასის სახით მიღებული 4500 ლარი.    გარდა ამისა 2014 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დანართი #2-ში ნაცვლად 784 კვ.მ-სა(238+25+140+250+41+90) მიუთითა 475კვ.მ, (არ მიუთითა დაბა ურეკში 2014-2015 წლებში შეძენილი მიწის ნაკვეთები სრულად, საფუძველი ნაპრ.გოვ.გე-ს მონაცემები).

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის  სასარგებლო შრომით ვადით ას ოცი საათიდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, დიმიტრი ხუნდაძის მიერ განზრახ იქნა არასრული და არასწორი მონაცემები შეტანილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, ამის დასტურია ისიც, რომ 29.12.2014 წელს წარდგენილ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითებისათვის იგი ტელეკომპანია ,,ობიექტივი“-ს ეთერიდან 2015 წელს საჯაროდ იქნა გაკრიტიკებული ქ.მცხეთის საკრებულოს წევრის ვ.თათარაშვილის მიერ, და მისივე განცხადებით აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

 

მიუხედავად ამისა მან მაინც არც 2014 წლის დეკლარაციაში ასახა მისი მეუღლის-ლია ხუნდაძის მიერ 2014 წელს ,,ღMG ჩოპპერ”-იდან ანაზღაურების სახით მიღებული 5917 ლარი და ,,საქართველოს დემოგრაფიული ფონდი“-დან  ხელფასის სახით მიღებული 4500 ლარი.    (რისი საფუძველიც შეიძლება ყოფილიყო ის, რომ მისი მეუღლე თითქოსდა ერთდროულად მუშაობდა ქ.თბილისსა და დაბა კაზრეთში, რაც არადამაჯერებელია, ასევე შესაძლებელია ვივირაუდოთ ისიც, რომ აღნიშნული ფაქტი დამალა იმ მიზეზით, რომ სს ,,ღMG ჩოპპერ“-ის მესაკუთრეებად იმ პერიოდებში, 2014 წლის ივნისამდე, ნაცმოძრაობის მხარდამჭერები (კობა ნაყოფია) მოიაზრებოდნენ და მათზე ამგვარი ფინანსური დამოკიდებულება ვერ იქნება ,,სახელის მომტანი“ ქართული ოცნების სახელით წარდგენილ დეპუტატისათვის.) ყოველივე  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარაციაში განზრახ არასრული და არასწორი მონაცემების შეტანის გამო დიმიტრი ხუნდაძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები სრულად.  

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებით, დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ყ“-,,შ“-,,ჩ“ პუნქტების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის ,,უ“ და ,,ქ“ნაწილების,  მე-13 მუხლის შესაბამისად,  საჯარო სამსახურის ბიურომ და საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროცედურების განხორციელება.

 

სს RMQ Copper - ს/კ -225358341 მიერ (სს მადნეული)

2013 წელს  საწარმოში  ლია ხუნდაძეზე გაცემული ხელფასების ოდენობა თვეების მიხედვით

მარტი - 1940 ლარი

                                                            აპრილი - 1942 ლარი

მაისი - 1933 ლარი

ივნისი - 1929 ლარი

ივლისი - 1935 ლარი

აგვისტო - 1955 ლარი

სექტემბერი - 1936 ლარი

ოქტომბერი - 1945 ლარი

ნოემბერი -  1928 ლარი

დეკემბერი - 1937 ლარი

                              2013 წელს გაცემული თანხის ჯამი - 19380 ლარი

 

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი -ს/კ -404980393

2013 წელს მოქალაქე ლია ხუნდაძეზე გაცემული ხელფასების ოდენობა თვეების მიხედვით

აპრილი - 3000 ლარი

მაისი - 1500 ლარი

დეკემბერი  -1750

2013 წელს გაცემული თანხის ჯამი - 6250 ლარი

                                                      სულ ჯამი - 25630 ლარი

 

 

 

სს RMQ Copper - ს/კ -225358341

2014 წელს მოქალაქე ლია ხუნდაძეზე გაცემული ხელფასების ოდენობა თვეების მიხედვით

იანვარი - 1942 ლარი

თებერვალი - 2005 ლარი

მაისი - 1970 ლარი

                             2014 წელს გაცემული თანხის ჯამი - 5917 ლარი

 

 

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი -ს/კ -404980393

2014 წელს მოქალაქე ლია ხუნდაძეზე  გაცემული ხელფასების ოდენობა თვეების მიხედვით

მარტი - 900 ლარი

აპრილი - 900 ლარი

მაისი - 900 ლარი

ივნისი - 900 ლარი

ივლისი - 900 ლარი 

2014 წელს გაცემული თანხის ჯამი - 4500 ლარი

 

სულ ჯამი - 10417 ლარი

 

საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარდგენილ დეკლარაციებში ასევე ასახული არა აქვს ქ.მცხეთაში დავით აღმაშენებლის ქუჩის #13 ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის (სავაჭრო ობიექტი) გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც Nეტპოსტ-ს მიაწოდეს. 

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი