ვაშაძე-ჯანყარაშვილის შეხვედრა ჩაქვში (ფოტო) » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვაშაძე-ჯანყარაშვილის შეხვედრა ჩაქვში (ფოტო)

ვაშაძე-ჯანყარაშვილის შეხვედრა ჩაქვში (ფოტო)

"პირველ რადიოს" მიაწოდეს ფოტო რომელზედაც ერთად არიან გადაღებული ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე და "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი.ფოტოს ავტორის ინფორმაციით ვაშაძესა და ჯანყარაშვილს შორის შეხვერდა ჩაქვში, ერთ-ერთ სასტუმროში შედგა. უცნობია ვაშაძე-ჯანყარაშვილის შეხვედრის ზუსტი თმა, თუმცა წყაროს ინფორმაციით ის სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნებს და ფინანსებს ეხებოდა.პირველი რადიო შეეცდება ვაშაძესთან და ჯანყარაშვილთან შეხვედრის შესახებ კომენტარის მოპოვებას.

შეგახსენებთ რომ ზვიად ჯანყარაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან 2015 წლის დეკემბერში გადადგა. მანამდე მას შსს-ს გენისპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტიდან ჯანყარაშვილი 2014 წლის 15 აპრილს გადადგა. ის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი