აშშ-მა ყველას უჩვენა, ვინაა მთავარი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აშშ-მა ყველას უჩვენა, ვინაა მთავარი

ყოველთვის, როცა რუსეთის შიგნით რამე ხდებოდა და ხდებოდა არა ისე, როგორც საჭიროა, ეს საგარეო პოლიტიკური წარმატებებით კომპენსირდებოდაუკვე ფაქტობრივად ყირიმის ანექსიის მომენტიდან კარგად იყო ცნობილი ფორმულა: თუ რუსეთში ცხოვრების დონე დაცემას იწყებსშეიძლება, დაიწყო ომი სირიაში, ან დონბასის «გათავისუფლება»… მოსახლეობა ხმამაღლა შესძახებს «ვაშას». ხოლო ვინაიდან ასეთი ომი, პირველი მსოფლიო ომისგან განსხვავებით, ყოველთვის პიარ-ომი იქნება, ანუ დიდი სისხლის გარეშე იწარმოებსამ პიარ-ომში არანაირი წამგებიანი მომენტები არ არის.

სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კრემლში კარგად შეითვისეს ისტორიის გაკვეთილები. მათ კარგად იციან, რით მთავრდება ბრჭყალებში «გამარჯვების მომტანი პატარა ომი», და არანაირ ახალ 1905 წლის ომს არ დაიწყებენ. და აი, ყველაფერი ასეა: სირია, დონბასი და ა.შ.

და ეს ყოველთვის ძალიან კარგად მოქმედებდა ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ახლა ადგილი აქვს პრობლემას, რადგან გაჩნდა ტრამპი, რომლის ხარჯზეც თვითდამკვიდრება არ გამოვა — იგი თავად დაიმკვიდრებს თავს, ვის ხარჯზეც გინდა. და აი, ჩვენს თვალწინ გაირკვა, რომ ადამიანი გვარად ასადი გათვლებში უკვე შეცდა. როდესაც თავის ქიმიურ იარაღს იყენებდა, ფიქრობდა, რომ ეს, ჩვეულებისამებრ, ბიზნესი იქნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ [ამერიკელებმა] აეროდრომს დაუნიავეს და სრულიად მზად არიან, განაგრძონ.

და მიაქციეთ ყურადღება მეორე ადამიანს, რომელიც განზე გავიდა. ეს ჩრდილოეთ კორეის თითქოსდა სრულიად უმართავი ლიდერი კიმ ჩენ ინია, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე მორიგი ბომბის აფეთქებას (გამოცდას) გვპირდებოდა. მას შემდეგ, რაც ტრამპს ავღანეთში «ყველა ბომბის დედა» ჩაუვარდა, უმართავმა ლიდერმა მოულოდნელად გადაიფიქრა, მიუხედავად ყველა ხმამაღალი განცხადებისა, რომელსაც ამ თემაზე ჩრდილოეთ კორეა აკეთებდა… წიწილებს ხომ განცხადებების მიხედვით არ ითვლიან. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წივწივებს – მნიშვნელოვანია, როგორ დაფრინავს. მნიშვნელოვანი ისაა,რომ კიმ ჩენ ინმა ბომბი არ ააფეთქა.

იულია ლატინინა — ჟურნალისტი, მწერალი

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი