სომხეთში, შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სომხეთში, შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

სომხეთში, შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯასომხეთის ქალაქ გიუმრიში, ავეტისიანების 7 სულიანი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 

"ბიბისის" ცნობით, გამოძიების თანახმად, 2015 წლის 12 იანვარს სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის რიგითმა ჯარისკაცმავალერი პერმიაკოვმა თვითნებურად დატოვა სამსახური,წავიდა ქალაქში, სადაც ერთ-ერთ სახლში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი მოკლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. მძიმედ დაჭრილი 6 თვის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა.

 

სასამართლო პროცესი გიუმრიში დისლოცირებული რუსული ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 

2015 წლის 2 აგვისტოს გიუმრიში ვალერი პერმიაკოვს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასჯელი მას დეზერტირობისთვის, იარაღის უკანო შენახვისთვის და გამოყენებისთვის შეეფარდა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი