ტომატის უნიკალური რეცეპტი, რომელიც სადილების მოსამზადებლად გამოიყენება და საწებელადაც » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტომატის უნიკალური რეცეპტი, რომელიც სადილების მოსამზადებლად გამოიყენება და საწებელადაც

ტომატის უნიკალური რეცეპტი, რომელიც სადილების მოსამზადებლად გამოიყენება და საწებელადაცამ რეცეპტით ძალიან გემრიელი ტომატი მზადდება. ცოტა რთული მოსამზადებელია, მაგრამ არც იმდენად, რომ მის მომზადებაზე უარი ვთქვათ. ეს ტომატი შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ, წითელი ბილგარული წიწაკა კარგად რომ შემოვა (ქართული წიწაკა და არა უცხოური).

ტომატის მოსამზადებლად შემდეგი ჭურჭელი დაგჭირდებათ:

1. ემალირებული ქვაბი (დიდი);

2. ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს;

3. თუშფალანგი (ნახვრეტებიანი ჯამი), ალუმინის ან ემალირებული;

4. ემალირებული ვედრო;

5. ოთხკუთხედი კოვზე, ან ქაფქირი, რომ ქვაბის ძირზე კარგად მოუსვათ;

6. რეზინის ხელთათმანები.

 

მასალა:

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული მასალით, 20-25 ლ. ტომატი გამოდის. თქვენ შეგიძლიათ პროპორციულად შეამციროთ ან გაადიდოთ მასალის რაოდენობა.

1. პომიდორი - 30 კგ.

2. წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ. (დაგჭირდებათ პროცესის დაწყებიდან, 2-3 დღის შემდეგ);

3. ნიორი, დაფქული მწარე წიწაკა, დაფქული ქინძი, უცხო სუნელი და მარილი - გემოვნებით.

 

მომზადება:

1. გარეცხეთ პომიდორი, შუაზე გაჭერით, ამოაჭერით ყუნწის მიმაგრების ადგილი და ჩაყარეთ ემალირებულ ქვაბში. ჩაჭრილი პომიდორი იმდენი უნდა იყოს, რომ ქვაბში მჭიდროდ იყოს მოთავსებული. დაახურეთ სახურავი.

2. 2-3 დღის შემდეგ, პომისორი თეთრ ნადებს გაიკეთებს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ

პროცესი უნდა გაგრძელდეს (ქვაბი ყოველდღე შეამოწმეთ, მომენტი არ გაუშვათ, თორემ შეიძლება გაფუჭდეს).

3. ხელით გააკეთეთ ღრმული ქვაბის მთელ სიგრძეზე. ღრმულში პომიდვრიდან გამოყოფილი სითხე დაიწყებს დაგროვებას. ეს სითხე ამოიღეთ ჭიქით და გადაღვარეთ.

4. თუშფალანგი დადეთ ემალირებულ ვედროზე და ქვაბში დარჩენილი პომიდორი გახეხეთ, იქამდე ვიდრე თუშფალანგში პომიდვრის კანი არ დარჩება.

5. გახეხილი მასა ჩაასხით ალუმინის ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გასქელებამდე, თან დროდადრო ურიეთ, ძირიდან ზემოთკე. მორევისას, ქვაბს ძირი კარგად მოუფხიკეთ, რომ არ მიიწვას.

6. პომიდვრის დუღილის პარალელურად, უნდა გარეცხოთ ბულგარული წიწაკა, გაიკეთოთ სქელი რეზინის ხელთათმანები და გაასუფთაოთ წიწაკა (მოაცილეთ ყუნწები და შიგთავსი). გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და უკვე შესქელებული პომიდვრის მასას დაუმატეთ. კარგად ამოურიეთ.

შენიშვნა: პომიდვრის მასის გასქელებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, შეგიძლიათ ცეცხლი გათიშოთ და მანქანაში გატარებული წიწაკა მეორე დღეს დაუმატოთ. წიწაკა შეგიძლიათ ცივ პომიდვრის მასას შეურიოთ ან აადუღოთ და შემდეგ შეურიოთ.

7. წიწაკის დამატების შემდეგ, მასა გათხელდება. ადუღეთ მანამდე, სანამ ქვაბში მოთავსებული მასა ისევ არ შესქელდება (დროდადრო მორევა არ დაგავიწყდეთ).

8. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი (დაახლოებით, 0, 5 კგ-ს ფარგლებში), სანელებლები და მარილი.

9. ადუღეთ 20 წუთი.

10. როდესაც ტომატი მზად იქნება, ცეცხლი არ გათიშოთ, ისე ჩაასხით ქილებში.

ქილა ტომატის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი. ამის შემდეგ ჩაასხით და თუნუქის სახურავი დაახურეთ.

11. მოხუფვა მას შემდეგ დაიწყეთ, ტომატის მასას რომ გაანაწილებთ ქილებში. პირველად ის ქილა მოხუფეთ, რომელშიც პირველად ჩაასხით ტომატი.

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი