როგორ ვხარჯავთ 4 მილიარდს! ყველაფერი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ნაწილი 1) » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როგორ ვხარჯავთ 4 მილიარდს! ყველაფერი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ნაწილი 1)

როგორ ვხარჯავთ 4 მილიარდს! ყველაფერი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ნაწილი 1)სახელმწიფო შესყიდვების ოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 4 მილიარდი ლარი, რაც ქვეყნის ბიუჯეტის 40% შეადგენს!!!  ხედავთ,გადასახადების გადამხდელების რა დიდი თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან და რა მნიშვნელობას იღებს ამ თანხის რაციონალური, ეკონომიური და გამჭვირვალედ ხარჯვა?

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციის რისკის არეალი. ამაზე მიუთითებს არაერთი კვლევა და ეს აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც. ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში არის ის, რომ წლები გადის და არანაირი წინსვლა არ შეინიშნება უკეთესობისკენ, პირიქით, ციფრები და სტატისტიკა მეტყველებს, რომ უფრო მეტ კორუფციისთან  გვაქვს საქმე.

რა პრობლემებია და რატომ არის დიდი რისკის კორუფციის ზონა სახელმწიფო შესყიდვები?

შესაბამისად, თქვენმა მონა-მორჩილმა (რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ამ სფეროში შეუძლია თავისი პროფესიული და ობიექტური აზრი გამოთქვას) გადავწყვიტე, ჩემი ნაშრომი ანგარიშის სახით წარუდგინო ქართველ ხალხს, თუ რა პრობლემები გვაქვს ამ სფეროში, როგორ ხარჯავს და ხარჯავდნენ ჩვენ მიერ არჩეული მთავრობები ჩვენივე გადასახადებისგან შექმნილ ბიუჯეტს და რა ტიპის რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კორუფცია ამ სფეროში.

ნაშრომში თქვენი მონა-მორჩილი მაქსიმალურად შეეცადა არ შეხებოდა პოლიტიკურ თემებს, რამეთუ ჩემი ორგანიზაცია „შესყიდვების მონიტორინგის და სწავლების ცენტრი“ და ორგანიზაცია ‘შეაჩერე კორუფცია“ , რომელიც დავაარსეთ ბ-ნ ვატო გელაშვილთან და ქ-ნ ქეთევან ენუქიძესთან ერთად, სრულიად აპოლიტიკურია და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – მაქსიმალურად შემცირდეს კორუფცია არა მარტო სახელმწიფო შესყიდვებში, არამედ ყველა სფეროში. ნაშრომი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ნაწილად.

მოყვანილი იქნება კონკრეტული მაგალითები, რომლებიც აღებულია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდიდან www.procurement.gov.ge და მონაცემები კომპანიების შესახებ- www.reestri.ge

ცოტაოდენი ისტორია სახელმწიფო შესყიდვების კანონის და ელექტრონული შესყიდვების შესახებ.

2011 წლიდან სახელმწიფო შესყიდვები გადავიდა ელექტრონული შესყიდვების განხორციელების რეჟიმში, ხოლო 2012 წლიდან აქვე აისახება გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვები.

შესაბამისად, ძირითადი წვდომა ჩვენ მონიტორინგისთვის გაგვაჩნია 2013 წლიდან. ეს არის პასუხი იმ შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება უფრო ადრეული პერიოდის მონიტორინგი.

2011 წლამდე შემსყიდველი ორგანიზაციები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ე.წ. მყარი კოპიების სახით და ის ინახებოდა სახელმწიფო შესყიდვების საცავებში. თუ მოინდომებდა ივანიშვილის მთავრობა 2012 წელს და დაინტერესდებოდა, თუ როგორ ხარჯავდა ბიუჯეტს სააკაშვილის მთავრობა, თავისუფლად შეეძლო ამოეღო ეს დოკუმენტაცია და დაესაჯა ის, ვინც იპარავდა ხალხის ფულს!!!

რაც შეეხება შესყიდვების ელექტრონულ პროცედურებს და კანონს, რომელიც ამოქმედდა 2011 წლიდან, უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდისთვის ეს იყო უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯი და პირველი მცდელობა – მიმართული შესყიდვების გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობისკენ, რასაც შემდეგ მიება ფინანსთა სამინისტრო თავისი შესაბამისი სამსახურებით. მიუხედავად გამჭვირვალობისა, ეს კანონი და პროცესი შეიძლება შევადაროთ იმდროინდელი მთავრობის ღია გამჭვირვალე პოლიციის შენობებს, რომლებიც გარედან იყვნენ გამჭვირვალე და შიგნით კი ხდებოდა ის, რაც ხდებოდა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმ დროს შემოთავაზებული კანონი და ელექტრონული პროცედურა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩადებული იყო ბევრი ისეთი მუხლი და დაშვება, რომლებიც თავისუფლად იძლეოდა კორუფციის საშუალებას და რასაც წინა მთავრობა (იგულისხმება 2011 წლის მთავრობა) იყენებდა კიდეც და ამ სფეროშიც, როგორც ყველა სხვა სფეროში, იყო ელიტარული კორუფცია.

წარმოიდგინეთ, რა დიდი კორუფცია იყო 2011 წლამდე ამ სფეროში (იგულისხმება 90 -იანი წლების ბოლოდან 2011 წლამდე), როდესაც საერთოდ მოკლებული იყო სისტემა გამჭვირვალობას და აღრიცხვიანობას. რატომ არ გადავიდა ელექტრონულ შესყიდვებზე სააკაშვილის მთავრობა უფრო ადრე, რატომ იყო ჩადებული კანონში შესაბამისი კორუფციული გარიგებების ხელშემწყობი მუხლები  – მოდით, ამ შეკითხვებზე პასუხი მოითხოვონ და გასცენ დაინტერესებულმა მხარეებმა. მე გახლავართ შესყიდვების სპეციალისტი და ვაფიქსირემ იმ ფაქტებს,რომლებიც ამ მიმართულებით ხდებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად მე არ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, რამეთუ 2000-2012 წლების განმავლობაში ვმუშაობდი მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებულ პროექტებში შესყიდვების სპეციალისტად და არ მქონია შეხება არც  მთავრობასთან და არც სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან (მიუხედავად იმისა, რომ კანონს თვალს ვადევნებდი და თავის დროზე არაერთი შენიშვნა გამომითქვამს!!!).

ეს იყო დასაწყისი და 2012 წლიდან დღემდე, 5 წლის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილი-ღარიბაშვილი-კვირიკაშვილის მთავრობას ეზრუნა ამ კანონის დახვეწაზე, კორუფციული მუხლების შეცვლაზე, ზუსტი პროცედურების გაწერაზე, კანონი გახდა უფრო დახურული და, რაც ყველაზე უფრო დასანანია, ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ, პირიქით, ძალიან კარგად გამოიყენეს კანონის ეს ნაკლოვანებები. უამრავი თანხა გაიფლანგა ამ პერიოდში, რაც დღემდე გრძელდება!!!

ვინ უნდა ადგენდეს თამაშის წესებს და ვინ უნდა ცვლიდეს კანონებს, ვინ უნდა ატარებდეს შესყიდვების მონიტორინგს  და ვინ უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკა?

ამისთვის არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის თავჯდომარესაც ნიშნავს და ათავისუფლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს ორგანო თავისი არაპროფესიონალური მიდგომებით, გულგრილობით გადაიქცა იმ კორუფციული გარიგებების დიდი ნაწილის „გამპრავებლად“, რომლებიც შესყიდვების სფეროში ხდება (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება რიგითი თანამშრომლები).

ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტი ყოველწლიურადკარგავს, მინიმუმ, 500 000 000 ლარს.

ნაბიჯ-ნაბიჯწარმოგიდგენთ და განვიხილავთ  ამ პრობლემებს კონკრეტული მაგალითებითურთ.

 

პრობლემა #1 გამარტივებული შესყიდვები (2016-1,5 მილიარდი ლარი)

ყველაზე დიდ პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არის გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვები და მათი უპრეცენდენტოდ დიდი წილი მთლიან შესყიდვებში. ასე, მაგალითად, 2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების თანხამ დაახლოებით 1 500 000 000 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შესყიდვების 37%-ს შეადგენს!!! ანუ 4 მილიარდიდან 1,5 მილიარდი ლარი ღია კონკურენციული ტენდერების გარეშე დაიხარჯა.

როგორ მივედით აქამდე და რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში, გთხოვთ იხილოთ ცხრილის სახით:

 

 

 

საბიუჯეტო წელი სახელმწიფო სესყიდვების მთლიანი ოდენობა გამარტივებული (უტენდეროდ) შესყიდვების ოდენობა გამარტივებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებში
2014 2 846 942257 915 742 211 32%
2015 3 203 258 126 1 079 094 935 34%
2016 4 018 097 958 1 485 292 014 37%

 

ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დადებული ხელშეკრულებების 90% არ წარმოადგენდა აუცილებლობას, განხორციელებულიყო ტენდერების გარეშე და ეს, უბრალოდ, იყო ღია ტენდერისთვის ხელოვნურად თავის არიდება, რათა დადებულიყო, ხშირ შემთხვევებში, კორუფციული გარიგებები.

2015 წლის 1 ნოემბრამდე ეს მექანიზმი მუშაობდა შემდეგნაირად: შემსყიდველ ორგანიზაცია მიმართავდა საქართველოს მთავრობას, კონკრეტული შესყიდვის  გამარტივებული წესით ნებართვის ასღებად.  მთავრობა თავისი განკარგულებით/დადგენილებით გასცემდა ასეთ ნებართვებს  შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, რომელიც ასეთი რედაქციითა:

სახელმწიფოებრივიდასაზოგადოებრივიმნიშვნელობისღონისძიებისშეზღუდულვადებშიშეუფერხებლადჩატარებისმიზნითშესყიდვებისგანხორციელებადადგინდასაქართველოსმთავრობისსამართლებრივიაქტით,ავტონომიურირესპუბლიკებისრესპუბლიკურიბიუჯეტებისან/დაავტონომიურირესპუბლიკებისადმინისტრაციულსაზღვრებშიარსებულითვითმმართველიერთეულებისბიუჯეტებისსახსრებითსახელმწიფოშესყიდვებისგანხორციელებისშემთხვევაში.“

2015 წლის 1 ნოემბრიდანშეიცვალა პროცედურა, კერძოდ, სანამ მთავრობას მიმართავს შემსყიდველი ორგანიზაცია, მან ნებართვა უნდა აიღოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან. ეს გაკეთდა  მეტი კონტროლის მიზნით, რათა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეესწავლა საკითხი და თავისი პროფესიული დასკვნა დაედო – მართლაც არის თუ არა კონკრეტული შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით ჩატარების აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიემართა შემსყიდველ ორგანიზაციას მთავრობისთვის. სამწუხაროდ, ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით, როგორც ხედავთ, პროცენტულად უფრო მეტი უტენდერო შესყიდვა მივიღეთ.

ვნახოთ, გარდა ზემოაღნიშნული მუხლისა, რა შემთხვევებში ხდება გამარტივებული შესყიდვები.

ეს არის ა) ექსკლუზივები; ბ) გადაუდებელ აუცილებლობა; გ) მომსახურების ხარისხის გაუარესება.

ამ ჩამოთვლილ შემთხვევებს უკავია ძალიან მცირე პროცენტი ყველა გამარტივებულ შესყიდვასთან შედარებით და, ძირითადად, ყველა გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვა „პრავდება“ ზემოაღნიშნული მე-10 პრიმა, მე-3 დ) მუხლით.

ეს კანონი თვითონ შეიცავს კორუფციის დიდ რისკებს და, შესაბამისად, ამიტომაც აქტიურად იყენებენ შემსყიდველი ორგანიზაციები და მთავრობაც, რომელიც იღებს დისკრეციულ გადაწყვეტილებებს და თვითონ ხდება თანამონაწილე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისა.

ამას ემატება ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონში არ არის ზუსტად განსაზღვრული და გაწერილი გამარტივებული შესყიდვის ზუსტი პროცედურები!!! არ არის დაცული იგივე პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული ღია ტენდერების დროს, ანუ სამართლიანობა, შეჯიბრობითობა და არ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა შეირჩეს მოსაწვევ კომპანიათა რაოდენობა, რომელი კომპანიები უნდა მოიწვიონ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს კომპანიები, ფასთა წარდგენა უნდა მოხდეს თუ არა დახურულ კონვერტებში, ვინ უნდა შეაფასოს და ა.შ. ამაზე კანონი იძლევა მხოლოდ რეკომენდაციებს, რაც საშუალებას აძლევს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, გამოიყენონ ეს კანონი თავიანთი კომპანიების დასაკონტრაქტებლად.

ზუსტად ეს განაპირობებს კორუფციის მაღალ რისკებს.

ცხრილის სახით გთავაზობთ ასეთი ხელშეკრულებების სხვადასხვა შემთხვევებს.

ჩვენ წარმოგიდგენთ რამოდენიმე სხვადასხვა წლების და სხვადასხვა სამინისტროებისსხვადასხვა ტიპის გამარტივებულ ხელშეკრულებას, რომლებიც ნათლად აჩვენებენ კორუფციული სქემის პროცესს.

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის მეთოდი კონტრაქტის თანხა (ლარი) თანხები დამრგვალებულია კონტრაქტორი კონტრაქტის ხელმოწერის თარიღი მთავრობის განკარგულება შენიშვნა
რეგიონალური განვითარების სამინისტრო  

 

გამარტივებული

 

 

4 000 000+8 000 000=12 000 000

შპს „ჯენერალ ბილდინგი“

 

(ს/კ 405032245 )

 

 

03.14.2014

მე-10 პრიმა, მე-3 დ მუხლი

 

#1965

12.16.2013

 

შპს დაფუძნდა 02.27.2014, 2 კვირით ადრე ხელშეკრულების დადებამდე და მთავრობის განკარგულებიდან გასულია 3 თვე. მოესწრებოდა 2 ტენდერი
ჯანდაცვის სამინისტრო გამარტივებული  

 

 

5 000 000

შპს „სამედიცინო საექსპერტო კომისია“

 

(ს/კ 404424235)

ბოლო ხელშეკრულება 2017 წლის თებერვალი  

 

მე-10 პრიმა, მე-3 დ მუხლი

5 წლის განმავლობაში

წელიწადში 2 ჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე

 

 

 

100% კერძო კომპანია. დამფუძნებელი არჩილ გედენიძე.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრო

 

 

გამარტივებული

 

 

 

962 394

 

 

შპს უნივერსალ ფუდი

(ს/კ

404478873)

 

 

 

 

10.21.2014

 

 

მე-10 პრიმა, მე-3 დ მუხლი

#291

04.14.2014

შპს დაფუძნდა 3 კვირით ადრე. მთავრობის განკარულებიდან გასული იყო 6 თვე
საქართველოს რკინიგზა

 

 

შპს ჯორჯიან ტრანზიტი

 

 

 

 

გამარტივებული

 

 

 

 

20 000 000

 

 

 

შპს საქართველოს სალოკომოტივო კომპანია

 

 

 

 

09.22.2015

 

 

 

 

გადაუდებელი აუცილებლობა

კონტრაქტორის დაფუზნებულია ოფშორულ ზონაში, დამფუძნებელი 100% „აგრისტონ ჰოლდინგი“ კიპრი

 

კონტრაქტი დადებულია 2 წლით!!!

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის დეპარტამენტი გამარტივებული 4 700 000 LLC Allians Media (000000000)

 

 

23.03.2017 მე-10 პრიმა, მე-3 დ მუხლი რეგისტრირებულია ჩეხეთში.
ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის დეპარტამენტი გამარტივებული ჯამში

 

12 000 000

 

 

შპს „დიჯითალ ედს“

ს/კ

(404963955)

 

 

 

2015-2017

 

 

 

მე-10 პრიმა, მე-3 დ მუხლი

2 წლის განმავლობაში სარეკლამო მომსახურებაში.
ქ.თბილისის მერია გამარტივებული  

 

2 800 000

შპს

 

„სითი ინსტიტუტი“

ს/კ

(404496675)

 

 

 

15.10.2015

მე-10 პრიმა, მე-3 დ მუხლი

 

#2212

კომპანია დაფუძნდა 4 თვით ადრე ხელშეკრულების დადებამდე 20.06.2015 და მანამდე არცერთი ხელშეკრულება არ შეუსრულებიას

 

ასეთი ხელშეკრულებებით არის დახარჯული მეტწილად ის 1 500 000 000 ლარი, რომელიც უტენდეროდ გაიცემა!!!

შენიშვნის გრაფაში განმარტება მოცემულია, მაგრამ საჭიროდ ვთვლი,რამდენიმე წინადადება რეპლიკის სახით შემოგთავაზოთ.

ხელშეკრულება 1.

აქ ხედავთ, რომ მას შემდეგ რაც მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომ ეს არის სახელმწიფო მნისვნელობის ღონისძიება და იმდენად სასწრაფო რომ ტენდერის დრო არ არისო, ხელშეკრულება დაიდო 3 თვის მერე დაიდო ხელშეკრულება. 3 თვეში მოესწრებოდა 2 ტენდერი და, თანაც, სახელმწიფო მნიშვნელობის კონტრაქტს ვაძლეტთ 2 კვირის გახსნილ კომპანიას, რომელსაც არანაირი გამოცდილება არა აქვს!!! რატომ მისცეს ამ ფირმას? საიდან გაიგეს, რომ არსებობდა? ვინ ლობირებდა? პირადად ჩემი აზრით, არც ხელშეკრულება იყო საჩქარო, არც მთავრობის განკარგულება მისაღები, და ბოლოს –  ძალიან დიდი ფული გაიფლანგა ამ ხელშეკრულებებით.

ხელშეკრულება 2.

აქ ნათელია, თუ როგორ იყენებენ ამ მუხლს. ეს არის წვევამდელების ჯანმრთელობის შემოწმება. კანონით, ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე იწვევენ წვევამდელებს და ეს ცნობილია. მიუხედავად ამისა, ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უდასტურებს, რომ ტენდერის დრო არ არის და აძლევენ მხოლოდ ერთ კომპანიას, რომელმაც უკვე 5 მილიონამდე ლარი მიიღო.

ხელშეკრულება 3.

იგივე რაც 1-ელ შემთხვევაში. განკარგულებიდან 6 თვეა გასული, ე. ი. არ არის საჩქარო. ხელშეკრულება გაცემულია 3 კვირის გახსნილ ფირმაზე. ეს, სხვათაშორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვების თანხებია.

ხელშეკრულება 4.

გაფორმებულია ოფშორულ კომპანიასთან და არ ვიცით, ვინ არიან დამფუძნებლები, რაც ინტერესთა კონფლიქტის შემოწმების საშუალებას არ იძლევა და, მთავარი – ხელშეკრულება „გადაუდებელ აუცილებლობით“გაფორმებულია 2 წლით. ვინც არ არის შესყიდვების სპეციალისტი, იმათთვისაც ნათელია, რომ ეს არის კანონის უხეში დარღვევა.

ხელშეკრულება 5.

მინიმუმ 5 თვით ადრე იცოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომ ასეთი მომსახურება დასჭირდებოდა. ეს მხოლოდ ერთი ხელშეკრულება გაჩვენეთ. 4 წელია ზედიზედ ამ მომსახურებას ვიყენებთ. ეს არის ზღვის სეზონის წინ და, საერთოდ, სარეკლამო კამპანია ტურისტებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში. წელს 15 მილიონამდე გაუშვეს უტენდეროდ. რატომ? პასუხი ნათელია, კონკრეტული კომპანიების ლობირება.

ხელშეკრულება 6.

იმავე ტიპის მომსახურება რომელიც მე-5 ხელშეკულებაშია დაფიქსირებული. ამ კომპანიას ისევ იმ მუხლით გამოყენებით აქვს გაფორმებული 2 წლის განმავლობაში 12 000 000 ლარის ხელშეკრულებები.

ხელშეკრულება 7. ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა ქალაქ თბილისის გენგეგმის სემუშავება დაევალა, უტენდეროდ ისეთ კომპანიას რომელსაც მანამდე არცერთი ხელშეკრულება არ შეუსრულებია.

უნდა აღინიშნოს, რომ კორუფციამ შესყიდვებში განსაკუთრებულ პიკს მიაღწია ივანიშვილის წასვლის შემდგომ პერიოდში, ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის მმართველობის ხანაში და აქტიურად გაგრძელდა კვირიკაშვილი-ქუმსისიშვილი-გახარიას პერიოდში.

დღეს ამით შემოვიფარგლებით, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით გაგრძელებას, ნაწილი 2.

ავტორი: გიორგი ბაჯელიძე

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი