Yandex Taxi უკვე საქართველოშია » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Yandex Taxi უკვე საქართველოშია

Yandex Taxi უკვე საქართველოშიაYandex Taxi ქართულ ბაზარზე შემოვიდა და საკუთარ სერვისს დედაქალაქის მოსახლეობას სთავაზობს. რუსეთის გარდა საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც Yandex Taxi მუშაობს. აქამდე კომპანია ბელარუსში, ყაზახეთსა და სომხეთში იყო წარმოდგენილი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ ბაზრებზე, სადაც Yandex Taxi-ა წარმოდგენილი საკმაოდ მოწინავე პოზიციები უკავია.

მენეჯმენტი ამბობს, რომ სომხეთსა და ყაზახეთში Yandex Taxi-ს სერვისი პირველ პოზიციას იკავებს App Store-სა და Google Play-ში. სერვისი საქართველოში ხელმისაწვდომია რუსულ და ინგლისურ ენაზე და მასში უკვე ჩართულია 200 ავტომობილი.

კომპანია აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით სერვისს უფრო გააფართოებს და Yandex Taxi საქართველოს სხვა ქალაქებსაც დაფარავს, თუმცა როდის, ეს ჯერ უცნობია.

მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, რაშიც ტაქსში ჩაჯდომა, 2 კილომეტრი და 5 წუთი მგზავრობა შედის. შემდეგ, ყოველ კილომეტრიში 50 თეთრი ემატება (რუსეთი ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსის მიხედვით – 14,2 რუბლი), რაც შეეხება ყოველ წუთს მისი ფასი – 10 თეთრია (დაახლოებით 2,8 რუბლი).

თბილისიდან აეროპორტამდე მოქმედებს სტანდარტული ტარიფი – 25 ლარი. მგზავრობის საფასურის გადახდა ამ დროისათვის მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, თუმცა მალე გადახდა პლასტიკური ბარათებითაც იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ სატარიფო გეგმა შეიცვალოს და ბაზარზე ტარიფი „კომფორტი“ და „ბიზნესი“ გამოიტანოს.

http://bpi.ge/

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი